სტუდენტები დღეიდან პროტესტის კვირეულს იწყებენ - საიდან დაიწყება საპროტესტო მსვლელობა

20.05.24 11:53
სტუდენტები დღეიდან პროტესტის კვირეულს იწყებენ - საიდან დაიწყება საპროტესტო მსვლელობა

საქართველოს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები დღეიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის კვირეულს იწყებენ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტები დღეს 17:00 მეტრო დელისთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლებენ, ფინალური ლოკაცია კი ამ ეტაპზე უცნობია. 

"Piertotum Locomotor! - საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე!" - აცხადებენ სტუდენტები. 

მსგავსი სიახლეები