რომელ მაღალჩინოსნებს შეიძლება შეეხოს აშშ-ს სანქციები და როდის დარეგისტრირდება კანონპროექტი კონგრესში? - Politico-ს სტატია
"აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ქართველ პოლიტიკოსებს, რათა საქართველოში დემოკრატია დაიცვას" - ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებაზე, შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯო უილსონი კანონპროექტს ორშაბათს წარადგენს.
„დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც ატარებენ არსებით პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევაში. ის მოიცავს სავიზო სანქციებს პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში,“ - წერს გამოცემა.