მივა თუ არა რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის დღეს პრეზიდენტი პლენარულ სესიაზე? - რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია

20.05.24 13:01
მივა თუ არა რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის დღეს პრეზიდენტი პლენარულ სესიაზე? - რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია

მივა თუ არა რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის დღეს საქართველოს პრეზიდენტი პლენარულ სესიაზე? - ეს არის მთავარი კითხვა, რას მოიქმედებს სალომე ზურაბიშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, კარგი იქნება, თუ ისტორიულ მომენტში ვეტოს თავად პრეზიდენტი წარადგენს.

როგორც ჩანს, ქართული ოცნება აპირებს, რომ საშაბათსვე დაძლიოს ვეტო ანუ იცით, რომ სამშაბათს იმ კვირაში არის პირველი სხდომა და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული სხდომა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში იმიტომ, რომ აქ საკითხი ეხება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაუქმების მცდელობას ბიძინა  ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი თვითონ უნდა იყოს წარმდგენი  ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისი საკუთარი პოზიციის, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ძალიან მძიმე რუსული ჭაობი და საერთოდ განდევნოს დასავლური ინტერესები, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი უნდა მეომზადეონ საკუთარი პოლიტიკური და ამ ქვეყანაში საკუთარი მომავლის ძალიან კარგად გასააზრებლად,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები