საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა - წულუკიანი
"საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა," - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აკრიტიკებს.
წულუკიანმა პრეზიდენტი რუსულ კანონზე ვეტოს დადების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ვეტო მაინც დაიძლევა. წულუკიანმა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში.
წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი და შენიშვნა არ არის და ამით დახურა ყველანაირი დისკუსია. მისგან უკვე მიჩვეული ვართ, რომ იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, ის მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, მას ეს თითქოს, საკუთარ წარმატებად მიაჩნია, ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა,“ - ამბობს წულუკიანი.