ამ ბიჭებს გაწირავთ და 43%-ს დაგიხატავთ არჩევნებზე - ვასაძის თანაპარტიელი ხელისუფლებას აფრთხილებს

16.07.21 19:25
ამ ბიჭებს გაწირავთ და 43%-ს დაგიხატავთ არჩევნებზე - ვასაძის თანაპარტიელი ხელისუფლებას აფრთხილებს

ლევან ვასაძის პარტიის წევრი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დააკავოს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში მოინაწილე რადიკალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბექა ვარდოსანიძე მმართველ გუნდს პირობას აძლევს, რომ ,,ქართული ოცნება" 43%-ს ადგილობრივ არჩევნებზე ვერ მიიღებს. 

,,ალტ-ინფოს" ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში, ჩატარდა მათი სახლების ჩხრეკა!!!
გარანტიას გაძლევ, მარტოდ დარჩენილო უსუსურო ხელისუფლება !!!
ამ ბიჭებს გაწირავთ თქვენი ვითომ და პარტნიორების დავალებით და 43 % დაგიხატავთ არჩევნებზე !!!
ეგ ბიჭები მარტო არ არიან და მთელმა საქართველომ იცის უკვე !!!
კრიმინალების და ნაძარცვი ფულით შექმნილი ტელევიზიების გეშინიათ !!!
თქვენ არ ხართ ქვეყნის ინტერესების დამცველი !!! - წერს ბექა ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში.