სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული - დავითაშვილი

20.05.24 13:51
 სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული - დავითაშვილი

ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა [კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით], ალბათ, არ იქნება მიღებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "პირველების" კითხვის საპსუხოდ განაცხადა. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ტქვა ისიც, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ.

მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ტერმინი „რუსული კანონის“ გამოყენება, გეტყვით, რომ არასწორი და არაკორექტულია. ეს არის კლიშე და არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში. შეცდომაში შეჰყავს ოპოზიციას, პოლიტიკურ ძალებს მოსახლეობა და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდანაც.

მე გეტყვით, რომ კანონი ცალსახად არ არის რუსული, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. როდესაც მასობრივად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს განმეორებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, არ იქნა პრინციპულ განსხვავებებზე მსჯელობა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

"აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ქართველ პოლიტიკოსებს, რათა საქართველოში დემოკრატია დაიცვას" - ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი. გამოცემის ცნობით, მისი სამიზნეები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები, ასევე, სავარაუდო რუსეთის აგენტები ქვეყანაში.

 

მსგავსი სიახლეები