რუსული კანონი - აჭარაში, "ოცნების" დეპუტატი მშობლებისგან მასწავლებლების დასმენას ითხოვს

20.05.24 14:10
რუსული კანონი - აჭარაში, "ოცნების" დეპუტატი მშობლებისგან მასწავლებლების დასმენას ითხოვს

"ოცნების" წევრის სკანდალური განცხადება - ლადო მგალობლიშვილი მშობლებს მოუწოდებს, დარეკონ და განათლების სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც სკოლაში რუსულ კანონზე საუბრობენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომა 16 მაისს გაიმართა და ქართული ოცნების წევრმა დასმენის შესახებ განცხადება სწორედ ამ სხდომაზე გააკეთა. 

მგალობლიშვილის გაღიზიანება ბათუმში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულმა ფართომასშტაბიანმა გამოსვლებმა გამოიწვია. 

რასაც ზოგოერთი პედაგოგი აკეთებს, ეს არის ამორალური. 10-12 წლის ბავშვს, რომ პოლიტიკაზე, "არა რუსულ კანონს" ელაპარაკები და ტექსტებს დაუწერ, არასწორია. მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების  სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ, პირადად მე ვიყავი ავტორი და უმაღლესი საბჭო ინიციატორი,  სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად. რა იცის 10 წლისბავშვმა რა არის რუსული და ევროპული ", - თქვა მგალობლიშვილმა  უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე

მსგავსი სიახლეები