წულუკიანის ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს მხარს 60% უჭერს, თუმცა არ ასახელებს რომელი კვლევით

20.05.24 14:36
წულუკიანის ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს მხარს 60% უჭერს, თუმცა არ ასახელებს რომელი კვლევით

ორგანიზაციას, რომლის კვლევითაც "რუსულ კანონს" მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა აქვს, არც თეა წულუკიანი ასახელებს.

"კვლევის შედეგი არის, რომ ჩვენი საზოგადოების 80% ამბობს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელი და ამ კანონს უჭერს მხარს ძალიან დიდი უმრავლესობა - დაახლოებით 60%", - ამბობს წულუკიანი.

მინისტრი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტმა მას მოუყწოდა, დაასახელოს ორგანიზაცია და მიაწოდოს კვლევის შედეგები საზოგადოებას. 

მისივე თქმით, ორგანიზაციას "ვერ კი არა, არ ასახელებენ".

"ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე ორგანიზაცია, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის მქონე... თქვენ რომ მე მენდობოდეთ, ეს იქნებოდა ჩემთვის რეპუტაციული პრობლემა... პასუხი მაქვს კი, რომელსაც თქვენ ვერ მოისმენთ იმიტომ, რომ იმ პასუხის მოსასმენი არხები დიდი ხანია დახშული გაქვთ", - მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

 

მსგავსი სიახლეები