ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს პარლამენტში იბარებს
ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს პარლამენტში იბარებს. ბრიფინგი პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს. კაციტაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იბარებენ.
აქუბარდიას თქმით, როგორც მოქალაქეების, ისე პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ უფლებების დარღვევების გამოუძიებლობაზე, პასუხისმგებელი ეს უწყებაა და კაციტაძე პირველივე სხდომაზე უნდა გამოცხადდეს.