საქართველოს ადგილი ევროკავშირშია - რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ესტონელ კოლეგასთან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ალარ კარისმა ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს.
ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია"- წერს ზურაბიშვილი.