მაშინ, როცა კარასინი აქებს "ოცნების" ნაბიჯებს და აკრიტიკებს ოპოზიციას თუ პრეზიდენტს, ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის - კუპრაძე

20.05.24 15:19
მაშინ, როცა კარასინი აქებს "ოცნების" ნაბიჯებს და აკრიტიკებს ოპოზიციას თუ პრეზიდენტს, ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის - კუპრაძე

"მაშინ, როცა გრიგორ კარასინი აქებს ქართული ოცნების პოლიტიკურ ნაბიჯებს და ამ დროს აკრიტიკებს ოპოზიციას თუ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ერთი და იგივე მესიჯებით, ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ დღეს ქართული ოცნება ემსახურება რუსეთის და პუტინის ინტერესებს და პროდასავლური ოპოზიცია, მათ შორის ლელო ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს," - ამ განცხადებას ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.

კუპრაძე კარასინის განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯებით უკმაყოფილოა.

ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მივა თუ არა პარლამენტში ვეტოს დაძლევის დღეს და გამოიყენებს თუ არა ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებისთვის. 

ეს მიჯნა არის გასავლები, რომელიც უნდა დასრულდეს და საბოლოო წერტილი დაესვას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით. ერთადერთი შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიყენოს სალომე ზურაბიშვილმა, არის საპარლამენტო ტრიბუნა, ვეტოს მოტივირებული შენიშვნების წარდგების დროს პოლიტიკური განცხადებებისთვის, რაზეც მან გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიროს, რამდენად სურს, რომ ამ მძიმე, ძალადობრივ, შეურაცხმყოფელ გარემოში, რასაც ჰქვია დღეს ქართული ოცნების პარლამენტი, მივიდეს და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები