რა გეგმა აქვთ აქტივისტებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს?

20.05.24 15:25
რა გეგმა აქვთ აქტივისტებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს?

რა გეგმა აქვთ აქტივისტებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს - როგორც მომიტინგეები "პირველებთან" ამბობენ, აქციებს პერმანენტული ხასიათი აქვს და ვეტოს დაძლევის დღესაც გააპროტესტებენ რუსული კანონის დაკანონებას.

როგორც აქტივისტები ამბობენ, რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცება დაადასტურებს, რომ "ოცნება" კრემლის დავალებას ასრულებს. 

ისინი პირდაპირ ასრულებენ კრემლის დავალებას, ჩვენ და უამრავი ახალგაზრდა მზად არის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დაიცვას და ამისთვის მზად ავრთ, ყოველდღიურად გავიდეთ ქუჩაში, გავაპროტესტოთ, რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევის დროსაც ვიქნებით პარლამენტთან და ასევე, სხვა დღეებშიც ვიქნებით პარლამენტთან, რომ ამ რუსებს დავანახოთ, რომ ხალხის ძალა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ვიცავთ, მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე,“ - ამბობს ოთო ფარულავა.

ქართულმა ოცნებამ სჯობია, გადაწყვიტოს, ვინ არის მათი პარტნიორი და ვინ არ არის, იმიტომ, რომ აშკარად, ამბობენ, რომ არიან პარტნიორები ერთი ხელით, და ამბობენ, რომ უნდა ვესაუბროთ, უნდა გადავასწოროთ მათი შენიშვნების მიხედვით, რაც კარგი იქნებოდა, რომ ასე იქცეოდნენ, მაგრამ მეორე ხელით ამბობენ, რომ ისინი აფინანსებენ მათ წინააღმდეგ აქციებს, ეს არის გლობალური ომის პარტია, რაც არის აბსურდი და სისულელე. უნდა შეეშვან ამ კანონზე საერთოდ საუბარსაც კი, მითუმეტეს, როცა მას პრეზიდენტის ვეტო ადევს და დამატებითი დრო აქვთ, რომ კარგად დაფიქრდნენ. 
ადამიანები გამოვლენ ქუჩაში მანამდეც და როცა იქნება ვეტოს დაძლევა მათგან და პროტესტის ფონზე მოხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ხმაურს და დისკომფორტს კანონის ფარგლებში, შევუქმნით,“ - ამბობს ვადო მაჭავარიანი.

სტუდენტებს აქვთ დაანონსებული აქცია 20-დან 26 რიცხვის ჩათვლით და რაღა თქმა უნდა, რომ მესამე მოსმენით მიიღეს და გეგმავენ ვეტოს დაძლევას, არ ნიშნავს იმას, რომ მუხტი ჩაცხრება ან ჩვენ უკან დაიხევთ - ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს იქნება ივნისი თუ ოქტომბერი, ქართველი ერი საბოლოოდ გამარჯვებული დარჩება ამ ბრძოლაში,“ - ამბობს გიორგი დუმბაძე.

არ არის გამორიცხული, რომ დაძლევენ ამ კანონს, მაგრამ ასევე გაგრძელდება წინააღმდეგობის დიდი მოძრაობა. ჩვენ შევიკრიბებით პარლამენტთან და როგჰორც შეგვეძლებვა, ნებისმიერი ფორმით რომ შევაწუხოთ ქარტული ოცნების დეპუტატები და არ შევუქმნათ საველე პიროებები იმისა, რომ ძალიან მშვიდად, წყნარად მიიღონ განხილვაში მონაწილეობა და ასევე მშვიდად, წყნარად დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში,“ - ამბობს დავით ჩხობაძე.
 

მსგავსი სიახლეები