ვინც აპროტესტებს ამას (თავმოყვარეობა არ აქვს) - ბეჟან წაქაძე

20.05.24 15:37
ვინც აპროტესტებს ამას (თავმოყვარეობა არ აქვს) - ბეჟან წაქაძე

 

 

 

"თავმოყვარეობა უნდა გქონდეთ თქვენც, ყველას, ახალგაზრდებს, რომ გაანალიზეთ კარგად, ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი," - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე "პირველების" კითხვას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით.

ბეჟან წაქაძე "პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, ვის არ აქვს თავმოყვარეობა?, ამბობს, რომ მათ "ვინც აპროტესტებს ამას". 

ეგ თავმოყვარეობა უნდა გქონდეთ თქვენც, ყველას, ახალგაზრდებს, რომ გაანალიზეთ კარგად, ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. თავმოყვარეობა რა არის იცი, როცა ამაყი ხარ, რომ შენი ქვეყანა არის სუვერენიტეტი. რა თანხები შემოდის, გამჭვირვალე არ არის,“ - ამბობს ბეჟან წაქაძე.

მსგავსი სიახლეები