ეუთო-ოდირი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ანგარიშს სავარაუდოდ ერთ თვეში გამოაქვეყნებს

20.05.24 15:44
ეუთო-ოდირი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ანგარიშს სავარაუდოდ ერთ თვეში გამოაქვეყნებს

ეუთო-ოდირი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ანგარიშს ერთ თვეში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ცნობილი ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.

სავარაუდოდ ამ დოკუმენტში მოხვდება ოპოზიციის ლიდერებზე ქუჩებში განხორციელებული თავდასხმის ფაქტები და სისხლიანი ანგარიშსწორების შემთხვევები.

 ვითარების სირთულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს ითხოვა რაც შეიძლება დროულად ჩამოვიდნენ  საქართველოში უცხოელი დამკვირვებლები.

საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე. ვხედავთ, რომ პროცესებუ უმძიმეს ვითარებაში მიმდინარეობს. ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. გააქტიურდნენ, კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც ფორმირებული ჰყავს ქართულ ოცნებას. 

შესაბამისად, ძალიან მნშვნელოვანია, ძალიან ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და გვითხრეს, რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში ჩამოყალიბდება, რა მოცემულობით იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში არჩევნების გრძელვადიან პერიოდში დასაკვირვებლად" - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

გახარია პარტიამ  ეუთო-ოდირის წარმომადგებლებს დაშინებისა და მოსყიდვის იმ  კონკრეტული ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ბექა ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან აქდგილი აქვს. 

მსგავსი სიახლეები