არც ახლა ვართ დახურული მსჯელობისთვის - ვოლსკი

20.05.24 15:46
არც ახლა ვართ დახურული მსჯელობისთვის - ვოლსკი

"ჩვენ არც ახლა ვართ დახურული მსჯელობისთვის, ნებისმიერ საექსპერტო დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ შემდგომი განვითარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვეტო გაუქმდება," - ამ განცხადებას გიორგი ვოლსკი აკეთებს.

ვოლსკი ისევ იმეორებს ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ რუსულ კანონზე არგუმენტების მოსასმენად მზად არიან.

დაველოდოთ რა პროცესებს, არ მინდა, ცრუ მოლოდინები გავაჩინო. მე არ მითქვამს, რომ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ, ამ თემაზე ლაპარაკი არ გვქონია. ჩვენ არც ახლა ვართ დახურული მსჯელობისთვის, ნებისმიერ საექსპერტო დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ შემდგომი განვითარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვეტო გაუქმდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი დახურული არ არის. ჯერჯერობით, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში,“ - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები