"ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევთ"- ანა ნაცვლიშვილი "ოცნების" ლიდერების სანქცირებას არ გამორიცხავს

20.05.24 16:07
"ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევთ"- ანა ნაცვლიშვილი "ოცნების" ლიდერების სანქცირებას არ გამორიცხავს


ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უფლებების შებღალვა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის ძირის გამოთხრა არ დარჩეს პასუხისმგებლობის გარეშე - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პასუხისმგებლობის ფორმა მათ შორის ინდივიდუალური სანქციები იქნება. 

ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდნენ საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფო, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც გამუდმებით არყევენ საქართველოს სახელმწიფოს და მის კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს, ცალკეულ თანამდებობის პირებს, ცხადია, პასუხისგება მოუწევთ"- ამბობს ნაცვლიშვილი. 

POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონის პროექტი მზადაა.

POLITICO წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს კონგრესს სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ,ჯო უილსონი ორშაბათს წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები