ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ხანმა სასამართლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრალის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის, ასევე ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" 3 ლიდერის: მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრის, იაჰია სინვარის და ისმაილ ჰანიეჰის დაკავების ორდერისთვის მიმართა.
მიზეზი 7 ოქტომბერს ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა და მას შემდეგ პალესტინაში მიმდინარე ომია.
კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს, სულ მცირე 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს გონივრული საფუძველი ვიფიქრო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში), სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო“, - განაცხადა კარიმ ხანმა.