პირველების ინფორმაციით, გომელაურს რადიკალების დაკავება გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა
ტვ პირველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რადიკალების დაკავება დღეს გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ,,თუ ჩვენს მომხრეებს დააკავებთ, არჩევნებზე თქვენს წინააღმდეგ ვიმუშავებთ"- ასეთი განცხადება გაავრცელეს პუტინისტური დაჯგუფების წევრებმა სწორედ იმ დროს, როცა ,,ალტ-ინფოს" წევრები გომელაურის უწყებას დასაკითხად შეჰყავდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, სწორედ ამ ულტიმატუმის გამო ხელისუფლებამ რადიკალების დაპატიმრება გადაიფიქრა და ყველა უკლებლივ გაათავისუფლა.
დღეს ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. 6 საათის განმავლობაში პოლიციაში იმყოფებოდნენ პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია. სამმართველოში მიიყვანეს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა.