რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება ხვალ გამოქვეყნდება

20.05.24 18:20
რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება ხვალ გამოქვეყნდება

რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება ხვალ იქნება მზად. ვენეციის კომისია დოკუმენტს ხვალ გაასაჯაროებს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას 16 აპრილს მიმართა, რომ დაუყოვნებლივი წესით შეფასდეს "ქართული ოცნების" მხრიდან ინიცირებული ე.წ. რუსული კანონი. 

ვენეციის კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად ახლოსაა "ოცნების" მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონი ევროპულ სულისკვეთებასთან. 

რუსული კანონი "ქართულმა ოცნებამ" საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად 14 მაისს დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები