ბორის ჩელე ყურუა 500 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები გრძელდება - 500 ლარით დააჯარიმეს "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი, ბორის ჩელე ყურუა.
მანამდე კი 20 აქტივისტის, მათ შორის მსახიობ ნატალია ყიფშიძის პროცესი გადაიდო.
"ბრალი გვედება სამშობლოს სიყვარულში" - თქვა ნატალია ყიფშიძემ პროცესის გადადების შემდეგ.