არა რუსულ კანონს! - თბილისის ქუჩებში ისევ პროტესტი ისმის

20.05.24 19:57
არა რუსულ კანონს! - თბილისის ქუჩებში ისევ პროტესტი ისმის

ბოლო ზარიდან აქციაზე - თბილისის ქუჩებში ისევ პროტესტი ისმის. აბიტურიენტები და არა მხოლოდ ისინი მსვლელობებით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან. ბოლო ზარის შემდეგ ახალგაზრდები დედაქალაქის ცენტრში ინაცვლებენ და "ქართული ოცნებისგან" რუსული კანონის გაუქმებას მოითხოვენ. 

შვილების თაობა  ივანიშვილის რუსულ თამაშთან შეგუებას და ბრძოლის გაჩერებას არ აპირებს. ახალგაზრდების მარშმა სტარტი ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან აიღო. სტუდენტების ნაწილი სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაიძრა. კიდევ ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენლები კი  წერეთლის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით სააკაძის მოედნისკენ დაიძრნენ.

დეტალები მარიამ მაკასარაშვილის ჩართვიდან

მსგავსი სიახლეები