ზეიმის ნაცვლად პროტესტი - მე-12 კლასელები ბოლო ზარს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მსვლელობით აღნიშნავენ
ზეიმის ნაცვლად პროტესტი - ამ წუთებში თბილისის ქუჩებში თეთრპერანგიანები მარშირებენ. მე-12 კლასელები ბოლო ზარს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მსვლელობით აღნიშნავენ.
ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ეროვნული გამოცდებისთვის უნდა ემზადებოდნენ, ქუჩაში დგანან და რუსულ კანონს ებრძვიან. გამონაკლის არც ბოლო ზარი იყო. მსვლელობა ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ განათლების სამინისტროდან დაიწყო.