"ოცნება" ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად ემზადება - მივა თუ არა პრეზიდენტი რუსული კანონის მიმღებ დეპუტატებთან 28 მაისს
28 მაისი, საქართველოს პარლამენტი. ამ დღეს გაირკვევა, გააფორმებს თუ არა ოფიციალურად ივანიშვილის "ოცნება" კრემლთან ურთიერთობას. ხელისუფლება რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ივანიშვილის გუნდი არ უსმენს არც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და არც პარტნიორებს და მზად არიან პუტინისტურ კანონს საქართველოს მომავალი გადააყოლონ. ახლა საინტერესოა, ვეტოს დაძლევის დროს იჯდება თუ არა სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი, რომელმაც "ოცნებას" პოლიტიკური ვაჭრობისთვის ყველა გზა მოუჭრა.
პრეზიდენტის ამ პოლიტიკურმა სვლამ კი "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის ლანძღვა განახლებული ძალებით დაიწყეს. ზუსტად "ოცნების" სტილში კი საქართველოს პრეზიდენტზე იერიში პუტინის რეჟიმის მაღალჩინოსანმა მიიტანა. საქართველოს პრეზიდენტს დესტაბილიზაციის მცდელობაში გრიგორი კარასინი ადანაშაულებს.
ვენეციის კომისიას კი რუსულ კანონზე რეკომენდაციები უკვე მზად აქვს. როდის გამოქვეყნდება ის? - ნანუკა ქაჯაია გვიერთდება პირდაპირ ეთერში.