ხელისუფლებას აქვს არჩევანი - ან დატოვოს ხელისუფლება სანქცირებულმა ან სანქციების გარეშე არჩევნების გზით - ნაცვლიშვილი
"მეგობრობის აქტი" - "ოცნებაში" შტატების უპრეცედენტო შეთავაზებაზე კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია. ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ეს აქტი ოლიგარქის პარტიისთვის ტესტია და არჩევანი ასეთი მკაფიო არასდროს ყოფილა.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახლა მმართვლმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს სურს რუსული კანონი და სანქიციები, თუ დემოკრატია, ქვეყნის ევროინტერგცაია და დაახლოება სტრატეგიულ პარტნიორთან.
აშშ-ის ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ჩვენი პარტნიორები, მიუხედავად რუსეთის მსახური ხელისუფლებისა, არ დატოვებენ მარტო ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ გარანტია იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან იქნება კიდევ უფრო გაზრდილი მხარდაჭერა, თუ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ერთულებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური დაჯგუფება აღარ იქნება ხელისუფლებაში. ხელისუფლებას ასევე აქვს მარტივი არჩევანი, ან დატოვოს ხელისუფლება სანქცირებულმა, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს ხელისუფლება არჩევნების გზით", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი
MEGOBARI Act - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონგრესს რამდენიმე საათში წარედგინება.
რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ თავი სრულად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.