კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ვეტოს დაძლევენ - დეკანოიძის თქმით, შტატებიდან საუბარი სამუდამო სანქციებზეა

21.05.24 11:39
კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ვეტოს დაძლევენ - დეკანოიძის თქმით, შტატებიდან საუბარი სამუდამო სანქციებზეა

"ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, შტატებინიდან საუბარი სამუდამო საქნციებზეა, ამიტომაც უმრავლესობის დეპუტატები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ პრეზიდეტის ვეტოს დაძლევენ, რადგან საუაბრია, არა ამრტო მათ პოლიტიკურ მომავალზე, არამედ საერთოდ მომავალზე. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების ნების დაფიქსირება დემოკრატიულად, არის ერთ-ერთი მთავარი პირობა ზუსტად აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და იმ გადაწყვეტილების, რომელიც არის კონგრესში დღეს დაფიქსირებული. სანქციები, ეს არის სამუდამო სანქციები ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც დაუწესებს აშშ. კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ვეტოს დაძლევენ, რადგან ეს არის მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემა როგორც მათი პოლიტიკური მომავლისთვის, ისე მათი მომავლისთვის", - ამბობს დეკანოიძე.

MEGOBARI Act - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონგრესს რამდენიმე საათში წარედგინება.

რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ  თავი სრულად უსაფრთხოდ  ვიგრძნოთ.

და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები. 

მსგავსი სიახლეები