მზადება არჩევნების მისატაცებლად - "ლელო" ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
მზდება არჩევნების გაასაყალბებლად - დილიდან ეუთო-ოდირის წარმომადგენლები პარტია "ლელოს" შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეუთო-ოდირის წინასაარჩევნო შეფასების მისიას ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან და ხელისუფლების მანიპულაციებთან დაკავშირებით მიაწოდეს.
შევხდით ეუთო-ოდირის წინასაარჩევნო შეფასების მისიას და ვისაუბრეთ იმ გარემოზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში. განსაკუთრებით საყურადღებო იყო, რა გარემოება წინასაარჩევნო პერიოდში, რა გამოწვევებია, მათ შორის, დაუსრულებელი საკანონმდებლო მანიპულაციები, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, რომ როგორმე შეინარჩუნოს უთანასწორო უპირატესობა საარჩევნო პროცესების მართვის დროს. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პრაქტიკული გამოწვევების შესახებ, ზეწოლების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდა გიორგი სიორიძეც, რომელიც ცესკოში ერთადერთ ოპოზიციურ თანამდებობას იკავებდა და რომელიც ხელისუფლებამ გააუქმა. სიორიძის თქმით, მისიას ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მიტაცების მცდელობაზე მიაწოდა.
ჩვენ ვესაუბრეთ იმ დეგრადაციის შესახებ, რომელიც განიცადა 3 წლის განმავლობაში ქართულმა საარჩევნო კანონმდებლობამ. ის მცდელობები, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ბოლომდე მიიტაცოს არჩევნები, საარჩევნო პროცესს გამოაცალოს ლეგიტიმაცია და არანაირი ბარიერი არ სურთ, რომ დახვდეთ იმ გზაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ ხელისუფლებაში დარჩენას ემსახურება. ჩვენ ვესაუბრეთ იმ სავალალო საარჩევნო ცვლილებებზე, რომელიც ახლაც არის ინიცირებული, იმ ბოლო ცვლილებებზე, რომელმაც დაუკარგა, სამწუხაროდ, ქვეყანას იმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი შეესრულებინათ, - ამბობს გიორგი სიორიძე.
ბოლო, ვისაც ეუთო-ოდირის მისია შეხვდა, ალეკო ელისაშილის პოლიტიკური ჯგუფი იყო. ქეთი თურაზაშვილმა მათინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემის შესახებაც მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ცესკოში იმ ერთადერთ საკონსულტაციო კომისიასაც აუქმებს, რომელსაც საარჩევნო დავები უნდა განეხილა.
დოკუმენტს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირი ზუსტად ერთ თვეში გამოაქვეყნებს.