მკვლელობა სენაკში - 21 წლის ბრალდებული ამტკიცებს, რომ პოლიციამ მასზე იძალადა

21.05.24 12:29
მკვლელობა სენაკში - 21 წლის ბრალდებული ამტკიცებს, რომ პოლიციამ მასზე იძალადა

მკვლელობა სენაკში - სასამართლო პროცესზე განზარხ მკველობისთვის დაკავებული 21 წლის მამაკაცი პოლიციას ძალადობაში, ცემაში და აარადამიანურ მოპყრობაში ამხელს.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში 21 წლის ბრალდებულის აღკვეთი ღონსძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

ლუკა სარია მოსამართლეს უმტკიცებს, რომ ჩვენების მიცემა და დანაშაულის აღიარება აიძულეს.

მე არ მომიკლავს და თავს არ ვთვლი დამნაშავედ, მთელი ღამე უკანონოდ ვიყავი დაკავებული. დამაკავეს ქალაქ სენაკში, სენამედის კლინიკაში. პოლიციის განყოფილებაში არ მივუყვანივარ, მთელი ღამე კანდალებით ვიჯექი მანქანაში და დავყავდით ქუჩა ქუჩა და ხორციელდებოდა ჩემზე ზეწოლა და ძალადობა, კერძოდ ხელების გადაგრეხვა, იყო შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრებზე, რის საფუძველზეც მაიძულეს ჩვენების მიცემა სადაც ვაღიარებ დანაშაულს.” - ამბობს ბრალდებულის ლუკა სარიას პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე, 19 მაისს, გამთენიისას მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები