„საქართველოს არ მიატოვებს შტატები და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს"- ლაშა ფარულავა
„საქართველოს არ მიატოვებს შეერთებული შტატები და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ Politico-ს მიერ გავრცელებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა, სადაც აშშ საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას სთავაზობს.
ფარულავას თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ უკან წაიღოს რუსული კანონი, ჩაატაროს ნორმალური, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს მთავრობაში.
პირველ რიგში, მეგობრები მხარს უჭერენ მეგობრებს, საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვინც იცავს ქვეყნის საგარეო კურსს, ტრაექტორიას.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ძალადობას ხელისუფლების მხრიდან, რუსული პარტიის მხრიდან და ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ის არის ქართველ ხალხთან და საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ ერთადერთი გზა, ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს ივანიშვილის პარტიას - უკან წაიღოს რუსული კანონი, ჩაატაროს ნორმალური, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს მთავრობაში.რა თქმა უნდა შეერთებული შტატები წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ აპირებს მიატოვოს მეგობრები. საქართველოს არ მიატოვებს შეერთებული შტატები და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას.
რუსული კანონი ცვლის საგარეო კურსს, ტრაექტორიას, არის საფრთხე და ამიტომ გზავნილი პირველ რიგში შეიცავს იმას, რომ ივანიშვილის პარტია უნდა მორჩეს სახელმწიფოს რყევას, დაზიანებას და ჩაატაროს ნორმალური არჩევნები, რადგან ეს სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს.რაც შეეხება სანქციებს, დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის საგარეო კურსის ცვლილება ეს არის უკვე წითელი ხაზი და ვინც გადაკვეთს წითელ ხაზს ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის საერთაშორისო სანქციები, ფინანსური, სავიზო სანქციები არის მოსალოდნელი და პირველ რიგში ეს დამოკლეს მახვილი ახლა ჰკიდია იმ დეპუტატების თავზე, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ ივანიშვილის პარტიის რეინიცირებულ რუსულ კანონს და კრემლის ინსტრუქციას.“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.