"შტატების მხრიდან ვითომ მეგობრული საუბარი და მეორეს მხრივ, რაღაცა დაშინება, პირიქით მოქმედებს" - მაჭარაშვილი

21.05.24 13:11
"შტატების მხრიდან ვითომ მეგობრული საუბარი და მეორეს მხრივ, რაღაცა დაშინება, პირიქით მოქმედებს" - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი "მეგობარ აქტს" ერთი კონგრესმენის წერილად და უმნიშვნელო განცხადებად აფასებს. "ხალხის ძალის" ლიდერისთვის გაურკვეველია, რატომ სთხოვს შტატები დემოკრატიულ არჩევნებს "ოცნებას", როდესაც ეს პროცესი მისი თქმით, ისედაც გამჭვირვალეა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ შტატებიდან ერთი მხრივ მეგობრული და მეორეს მხრივ, დაშინებით საუბარი "პირიქით მოქმედებს". 

მისივე განცხადებით, ამერიკა სანქციებით ვერავის შეაშინებს.

უნდა ვთქვათ, რომ ერთი კონგრესმენი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ეს იქნება ოფიციალური წინადადება შტატებიდან, ჩვენ აქამდეც გვითქვამს და ვამბობთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა გვინდა შეერთებულ შტატებთან. ეს პირობა შეიძლება არ ეთქვათ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები თავისთავად ჩატარდება. კიდევ ვიმეორებ, შემოთავაზება თუ იქნება ოფიციალური ასეთი შტატებიდან, იგივე სავაჭრო შეთანხმებაზე, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ არა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. ბევრ შემთხვევაში, ამერიკის მხრიდან იქნება ეს თუ ევროპის მხრიდან, მცდარ ინფორმაციაზე არის ხოლმე გადაწყვეტილებები მიღებული და კარგი იქნება, თუ პირველწყაროდან იქნება მიიღებენ ინფორმაციას და ვირტუალური რეალობის ნაცვლად, რეალობას დაინახავენ. მათი მხრიდან ერთი მხრივ ვითომ მეგობრული საუბარი და მეორეს მხრივ, რაღაცა დაშინება, პირიქით მოქმედებს. ხალხი თავს სწირავდა საქართველოს ისტორიის მანძილზე დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და როგორ შეიძლება, ამერიკის სანქციებმა ჩვენ დაგვაშინოს", - ამბობს მაჭარაშვილი. 

MEGOBARI Act - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონგრესს რამდენიმე საათში წარედგინება.

რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ  თავი სრულად უსაფრთხოდ  ვიგრძნოთ.

და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები. 

მსგავსი სიახლეები