ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 44%-ით შემცირდა - ექსპერტები ეკონომიკის ჩამონგრევის საფრთხეებზე საუბრობენ
ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 44%-ით შემცირდა - ექსპერტები ამბობენ, რომ საქართვლოს ხელისუფლება რუსული გადაწყვეტილებით ქვეყნის ეკონომიკას ჩამონგრევისთვის სწირავს.
ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ, სავარუდოდ, შედეგები მოდმევნო თვეებში კიდევ უფრო მძიმე იქნება.
ინვესტიციები მკვეთრად შემცირდება ქვეყანაში, რაც ეკონომიკური ზრდის და განვითარების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს, კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობას, კიდევ უფრო დაწევს ცხოვრების დონეს ქვეყანაში. ანუ, თუ ის გეგმა განხორციელდება, რაც ივანიშვილს თავში უდევს, ეს ქვეყნისთვის ეკონომიკურად დამანგრეველი იქნება. საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიოანობა. ამ კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად საჭიროა, ისევ და ისევ ინვესტიციების მოზიდვა. მაღალგანვითარებადი ქვეყნიდან დაშრება ასეთი ინვესტიციები, შესაბამისად ჩვენი კონკურენტუნარიოანობა დაიწევს, შესაბამისად ბევრ ვერაფერს შევთავაზებთ საექსპორტო ბაზრებს, ამიტომ ექსპორტიც შემცირდება, რაც ეკონომიკის გაუაარესებას ნიშნავს პირდაპირ", - ამბობს ბედინეიშვილი.
ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მკვეთრად შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 163 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი დოლარით, ანუ 44%-ით ნაკლებია.