კალაძის პასუხი აშშ-ს: არჩევნებს ისედაც დემოკრატიულად ვატარებთ
საქართველოში 2024 წლის არჩევნებს შტატები გამადიდებელი შუშით დააკვირდება - კახა კალაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით არაფრის შეცვლას არ გეგმავს ხელისუფლება, რადგან თბილისის მერის მტკიცებით, არჩევნები ისედაც დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ტარდებოდა.
თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ არადემოკრატიულად ჩატარდა ქვეყანაში არჩევნები. ყოველთვის არის წინსვლა და ახლაც 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია", - ამბობს კალაძე.
"პირველების" კითხვაზე, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, თუ ეჭვები არ არსებობს, რატომ ჩაწერა შტატებმა MEGOBARI Act-ში ეს ცალკე პირობად? - კალაძე პასუხობს:
მე რატომ მეკითხებით, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. პირველად ისმენთ არასწორ განცხადებებს, რამდენი არასწორი განცხადება გაქვთ მოსმენილი?
რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ თავი სრულად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.