ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა, სანქციების არავის ეშინია - კალაძე MEGOBARI Act-ზე

21.05.24 15:30
ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა, სანქციების არავის ეშინია - კალაძე MEGOBARI Act-ზე

ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა, სანქციების არავის ეშინია - ასე ეხმაურება კახა კალაძე MEGOBARI Act-ს, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული კანონის წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

კალაძის თქმით, მეგობრებს და პარტნიორებს ასე არ ელაპარაკებიან და ვერ წარმოუდგენია,  რუსული კანონის მიღების გამო,რ ატომ შეიძლება დასანქცირდნენ.

"ეს არის უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.  არავის ეშინია ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით, თუმცა წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ  თავი სრულად უსაფრთხოდ  ვიგრძნოთ.

და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.

"ქართული ოცნება " ამერიკის შეერთებულ შტატებს "მეგობარ აქტზე" უარით პასუხობს და პირიქით პირობებს უყენებს.

ივანიშვილის გუნდი აშშ-ის კონგრესში შესულ საქართველოს შესახებ ინიციატივას ერთიდღიანი ფიქრის შემდეგ ვრცელი წერილით ეხმიანება.  

მსგავსი სიახლეები