მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

21.05.24 16:12
მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

ბორელის განცხადებით, ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას. 

მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან.

ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას.  საშუალებას მისცემს ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი ჩართულობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები", - წერს ბორელი.

მანამდე ბორელი მოლდოვის პრემიერმინისტრს შეხვდა და დაწერა, რომ მიესალმება რეფორმების პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მსგავსი სიახლეები