NATO-სა და EU-ს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა ინტეგრაციის პროცესი - კარპენტერი კანონზე
როგორია თეთრი სახლის პოზიცია ე.წ. “აგენტების კანონის”, საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიასა და შესაძლო სანქციებზე? - შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ NATO-სა და EU-ს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა ინტეგრაციის პროცესი.
თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის იდეასთან თანხვედრაში მყოფ ნაბიჯებს გადადგამს".
ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატოსა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის იდეასთან თანხვედრაში მყოფ ნაბიჯებს გადადგამს. ასე მარტივად არის საქმე"- თქვა კარპენტერმა.