"რეალურად დაშინებას ემსახურება, დაკავებას, ჩვენი დროის წართმევას" - მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული სხვიტარიძე

21.05.24 17:32
"რეალურად დაშინებას ემსახურება, დაკავებას, ჩვენი დროის წართმევას" - მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული სხვიტარიძე

რა კითხვები აქვთ გამომძიებლებს ანტირუსულ აქციებთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში? - სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული საბა სხვიტარიძე "პირველებთან" ყვება, რომ გამომძიებლების კითხვები ბუნდოვანი იყო და უკავშირდებოდა პიკეტირებას. 

სხვიტარიძე გამოკითხვის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ეს პროცესები უკავშირდება მომიტინგეების დაშინებას.

222-ე, 225-ე და 226-ე მუხლს, რაც გულისხმობდა პიკეტირებებს, ბუნდოვანი კითხვები ჰქონდა, ვერ ვიგებდი, რამდენჯერმე ვამეორებინებდი. ეს ემსახერება დაშინებას და ვითომ ყველას დაიბარებენ, უბრალოდ აინტერესებდათ გმირთა მოედნის გადაკეტვაზე, ოღონდ არ ვიცი, რა მომენტზე მესაუბრებოდნენ, ბუნდოვანი კითხვები ჰქონდათ, იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ ჩემზეც არ იყო, რა მოწოდებები გქონდათ და ა.შ.
აქციის ორგანიზატორებზე არ ჰქონდათ გამახვილებული კითხვები, აქციას ორგანიზატორი არ ჰყავთ, ორგანიზებასთან დაკავშრებით კითხვები არ იყო, ტექნიკურ საკითხებზე იყო, ჯაჭვი დაარტყი პარლამენტს, ასეთი განცხადება თუ გაგიკეთებიაო, ზოგადი კითხვები იყო, რეალურად დაშინებას ემსახურება, დაკავებას, ჩვენი დროის წართმევას,“ - ამბობს საბა სხვიტარიძე.

მსგავსი სიახლეები