სანქციები იმოქმედებს და გამოიღებს შედეგს. ოპოზიციაში გვეყოლება არა ქართული ოცნება, არამედ რუსული ოცნება - ხაზარაძე
„როცა ადამიანები უტიფრად რაღაც ჩვენებას და რაღაც მიზანს ამოიღებენ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, იქ სანქცია ძალიან რბილი ფორმაა, რომ ასეთი ადამიანები გონს მოეგონ,“ - ამ განცხადებას „დღის ამებთან“ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ სანქციები შედეგს გამოიღებს. ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავა.
ვერ გეტყვით, რა ტიპის სანქციები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სანქციები იმოქმედებს და გამოიღებს თავის შედეგს. მათ თავიანთი თავი ივანიშვილის კომბინაციით შეუყვანეს კუთხეში და თუ შეეცდებიან ვეტოს გადალახვას, ამით პრაქტიკულად დორებით მოუსპობენ ძალიან სერიოზულ პერსპექტივას, დროებით, რადგან ისნი ხელისუფლებაში ოქტომბრის შემდეგ არ იქნებიან და თავშესაფარს ალბათ, რუსეთში მოიპოვებენ ბიძინა ივანიშვილის თამადობით.
ოპოზიციაში ჩვენ გვეყოლება გამოკვეთილად რუსული ძალა, რომელსაც ერქმევა არა ქართული ოცნება, არამედ რუსული ოცნება, მაგრამ ბევრ მათგანს მოუწევს ქვეყნის დატოვება, იმიტომ რომ იმდენი რამ აქვთ მოპარული, გაფუჭებული, რომ თავშესაფარს ალბათ, მოიპოვებენ რუსეთში,“ - ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძის თქმით, რუსული კანონის შემობრუნებით ევროკომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულებები უკანა პლანზე გადავიდა და მიზანია ახლა, რომ ხელისუფლება გაიმყაროს და "ასუფთავებს მოედანს გრძელვადიანი ჩანაფიქსირთვის და არავინ ალტერნატიულად არ დაფინანსდეს თავიანთი კრიტიკული მოსაზრების გამო, რომ მოიხრჩოს სამოქალაქო საზოგადოება."
(ივანიშვილს) აქვს პრეტენზია, რომ ის არის ამ ქვეყანაში მეფე, პატრონი, დირექტორი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ყველაფერი, რომ მის გარეშე არაფერი არ უნდა ხდებოდეს, გასაგებიც არის, ყველა იყიდა - ან კომპრომატით შეაშინა, ან თეთრი კონვერტებით გაგზავნილი ე.წ. ხელფასებით მიიბა, ან ვინც აუჯანყდა ჩამოიშორა," - ამბობს ხაზარაძე.