ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში - ღარიბაშვილი

17.07.21 11:51
ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში სწრაფი ეკონომიკური აღმავლობაა. ამის დასტურად ღარიბაშვილს ტურისტების სიმრავლე მოჰყავს. მისი თქმით, სასტუმროები ტურისტებითაა სავსე.

 ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილში ჩვენ გვქონდა რეგიონში და ალბათ, მსოფლიოშიც უპრეცედენტო ზრდა, 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს, მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავალს, მეტ საქმეს და მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას. ბიზნესი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და იცით, რომ გადავსებულია პრაქტიკულად სასტუმროები. ეს რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - ამბობს ღარიბაშვილი.