"ვერეს ხიდს გადავკეტავთ" - რა გეგმა აქვთ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს

21.05.24 19:09
"ვერეს ხიდს გადავკეტავთ" - რა გეგმა აქვთ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს

"ვერეს ხიდს გადავკეტავთ და ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ ახალი ნაბიჯებით ვიწყებთ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას," - ამის შესახებ ერთ-ერთი დემონსტრანტი საუბრობს.

სტუდენტები ახლა მეტრო რუსთაველთან იკრიბებიან, ისინი მსვლელობით მივლენ თსუ-სთან, შემდეგ გადაინაცვლებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით ვერეს ხეობისკენ წავლენ.

თსუ-ში ავალთ და სტუდენტები ჩვენ შემოგვიერთდებიან, შემდეგ ავალთ ილიაუნიში, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელიც გაიფიცა და მათთან ერთად დავიძვრებით ვერეს ხეობის მიმართულებით, სადაც ვერეს ხიდს გადავკეტავთ და ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ ახალი ნაბიჯებით ვიწყებთ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოს გათავისუფლებას რუსული კლანჭებისგან,“ - ამბობს ერთ-ერთი მომიტინგე.

მსგავსი სიახლეები