ივანიშვილის გუნდის უარი აშშ-ს - "ოცნება" ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას ბლოკავს

21.05.24 20:01
ივანიშვილის გუნდის უარი აშშ-ს - "ოცნება" ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას ბლოკავს

 

 

"ქართული ოცნება" ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას ბლოკავს. ერთი განცხადებით ივანიშვილის რეჟიმმა დღეს უარი თქვა შევიდეს შტატებთან მოლაპარაკებში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამერიკაში შესვლა უვიზოდ შეძლონ. "ოცნება" უარს ამბობს ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ქვეყნითვის მილიარდობთ დოლარის შემოსავალს მოუტანს და უარს ამბობს საქართველოს თავდაცვისთვის ყველაზე თანამედროვე სისტემების მიღებაზე. 

ამერიკის უპრეცედენტო შეთავაზებას მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ამჯობინა. არადა, სენატში უკვე მზად არიან, დაინიცირდეს ქართველი ხალხისთვის დახმარების ისტორიული პაკეტი.

რუსული კანონის ეჭვის ქვეშ დააყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - დღეს "ოცნებამ" ახალი გაფრთხილეა პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიიღო. ირკვევა, რომ საქართველოს გარუსებაზე იმსჯელეს ნატოშიც. დღეს უმწვავესი განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივნის გუნდმაც გააკეთა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები