კანში, კინოცენტრის პავილიონში საპროტესტო ბანერები და ნაცემი მომიტინგეების ფოტოები ჩამოხსნეს
ქართველი ხელოვანების პროტესტი კანში - საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონიდან ჩამოხსნეს საპროტესტო ბანერები და სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი მომიტინგეების ფოტოები.
როგორც ნესტან ნენე კვინიკაძე წერს, საპროტესტო პოსტერების ჩამოხსნის გადაწყვეტილბა კინოცენტრის ხელმძღვანელობამ მიიღო.
კინოცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით პავილიონში პოსტერები ჩამოხსნეს.რა თქმა უნდა.. - წერს ნესტან ნენე კვინიკაძე.
მანამდე კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი საპროტესტო ბანერებით და რუსული კანონის მოწინააღმდეგე იმ ადამიანების ფოტოებით იყო აჭრელებული, ვინც ოლიგარქის დავალებით სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. მათ შორის არის რეჟისორი და პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი და დავით ქაცარავა. ორივე აქციიდან სპეცრაზმმა გაიტაცა და უმოწყალოდ ცემეს.