თუ რუსული კანონი ამოქმედდება, EU-ში გასაწევრიანებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება - ბოლო გაფრთხილება "ოცნებას"
ორი ქვეყნის უარი საქართველოს - თუ რუსული კანონი ძალაში შევა, გერმანია და ესტონეთი მხარს არ დაუჭერს ეროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას. ასეთი მკაფიო განცხადებები, რომლებიც დღეს ელჩებმა გააკეთეს, არ მოგვისმენია. როცა "ოცნებამ" გაფრთხილებები ვერ გაიგო, მიიღო მოქმედება. დიპლომატებმა პირდაპირ თქვეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ჩერდება
თბილისში გაკეთებულ განცხადებებამდე კი განგაშის სიგნალი დილიდან ჩართო ბრიუსელმაც. ოლიგარქის რეჟიმს ერთი მეორეს მიყოლებით აფრთხილებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ, ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქართველ ხალხს ვეღარ გაასულელებს, რადგან კანონს, რომელიც მიიღეს, ევროპასთან კავშირი არ აქვს. ოლიგარქი და მისი ხელისუფლება სანქციებთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.