საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი ამოქმედდება

21.05.24 20:16
საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი ამოქმედდება

რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში ესტონეთისა და გერმანიის შემდეგ, საქართველოს დეკემბერში მხარს არ დაუჭერს საფრანგეთიც. 

თუ რუსული კანონი ძალაში შევა საფრანგეთი ევროკავშირს არ დაუჭერს მხარს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნას. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში "პირველებს" პირად საუბრებში უთხრა. 

მანამდე კი გერმანიისა და ესტონეთის ელჩები საქართველოში პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში დეკემბერში მათი ქვეყნები ხმას არ მისცემენ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნას:

 

მსგავსი სიახლეები