მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით," - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სოციალურ ქსელში წერს.
ბურიჩი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ევროპული საბჭო დაეხმარება საქართველოს მთავრობას.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზადაა დასახმარებლად,“ - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.