ვენეციის კომისიამ კობახიძეს და პაპუაშვილს უთხრა, რომ დასხედით "ორიანები" - გიგაური
„ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, კობახიძეს და პაპუაშვილს, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან იურისტები, მათ უთხრათ, რომ დასხედით ორიანები,“ - ასე განმარტავს ვენეციის კომისიის დასკვნას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გენერალური დირექტორი ეკა გიგაური.
გიგაურის თქმით, ვენეციის კომისიამ კანონი მთლიანად დაიწუნა და გაუქმება მოითხოვა. გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები აჩვენებს, რომ "მყარად ფეხზე არ დგანან".
ყველაფერზე არის კრიტიკა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ფორმებზე, მიზანზე, რა პროცესით მიიღეს.
არცერთი აბზაცი და არცერთი სიტყვა არ არსებობს ამ კანონში, რომელიც არ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ.
საოცარია, რომ თვითონ არ გამოვიდნენ - თვითონ ალბათ, ეუხერხულად, მინდა, ეს ვიფიქრო,“ - ამბობს გიგაური.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.