კომიკურ სახეს იღებს, თავად ახდენენ ლუსტრაციას, რომ არიან აბსოლუტურ უმცირესობაში მსოფლიო მასშტაბით - ხოშტარია
„კომიკურ სახეს იღებს ეს ყველაფერი უკვე, თავად ახდენენ ლუსტრაციას, რომ არიან აბსოლუტურ უმცირესობაში მსოფლიო მასშტაბით“ - ამ განცხადებით ეხმაურება ვენეციის კომისიის დასკვნას და „ოცნების“ პასუხს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, „ოცნება“ ქვეყნის საგარეო კურსის რადიკალურად ცვლილებას ცდილობს, რის საშუალებასაც მოსახლეობა არ აძლევს.
კომიკურ სახეს იღებს ეს ყველაფერი უკვე, თავად ახდენენ ლუსტრაციას, რომ არიან აბსოლუტურ უმცირესობაში მსოფლიო მასშტაბით, არ ტოვებენ არცერთ ორგანიზაციას, რომელსაც არ აყენებენ შეურაცხყოფას, ან არ უპირისპირდებიან.
ივანიშვილმა სწორედ ეს გვითხრა, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული ქვეყანა და მერე დაიწყო თავის ჭკუით ამის განხორციელება, უბრალოდ ამის უფლება არ მისცა ქართველმა ხალხმა და დღის წესრიგი განსაზღვრა საქართველოს მოქალაქემ,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.