ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინის ენერგოობიექტებზე - რუსებმა ქალაქი სუმი დაბომბეს

22.05.24 10:42
ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინის ენერგოობიექტებზე - რუსებმა ქალაქი სუმი დაბომბეს

განგაში უკრანაში - ოკუპანტებმა ქალაქი სუმი დაბომბეს. იერიში ე.წ. შაჰიდის დრონებით რუსულმა არმიამ ქალაქის ენერგოობიექტებზე მიიტანა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რუსეთი ბოლო დღეებში განსაკუთრებით ინტენსიურად უტევს უკრაინის ჰესებს, თბოელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს, ამიტომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები