"რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება" - ბრიუსელი მკაცრი ზომებისთვის ემზადება
გადაწყვეტილება მიღებულია - თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, საქართველო ევროკავშირში გაწევრინების მოლაპარაკებების გახსნაზე უარს მიიღებს. მსოფლიოში ცნობილი გამოცემა ევროკაშირის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელი მკაცრი ზომების მისაღებად ემზადება.
სტატიის თანახმად, თუ რუსული კანონი მაინც დამტკიცდება, მაისის ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და სავარაუდორეაქციებზე იმსჯელებენ.
ევროკავშირიდან ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ყველაზე სავარაუდო სცენარი არის ის, რომ თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს მთავრობას ეტყვის, რომ ქვეყანასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ გახსნიან. მაისის ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და სავარაუდოდ, განიხილავენ პოტენციურ რეაქციებს, რომელიც ბლოკმა კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს, - ნათქვამია "ფორინ პოლისის" სტატიაში.