საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპანია "იპოას" ლობირებაში ადანაშაულებენ
საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანია “გერას" იგივე "იპოას" ლობირებაშია ბრალდებული. საავტორო ასოციაციის პრეზიდენტის, გიგა კობალაძე ამბობს, რომ ახალდაფუძნებულ ავტორთა ასოციაციას, "იპოას" თანამშრომლობაზე უარი 55-ზე მეტმა ორგანიზაციამ უთხრა, მიზეზი კომპანიის სავარუდო რუსული კავშირებია.
კობალაძის თქმით, ევროკაშირის ქვეყნებში დარჩიაშვილის უწყებამ საელჩოებს დაავალა, რომ იმ ორგანიზაციების თანხმობა მოიპოვოს, ვინც "იპოასთან "თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
გიგა კობალაძე მოითხოვს, რომ კომპანია "გერას", ახლა უკვე "იპოას" აკრედიტაცია გაუუქმდეს, რადგან ამ კომპანიას დეკემბრამდე ჰქონდა ვადა, რომ მინიმუმ 24 ქვეყანასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, თუმცა 55-ზე მეტმა სახელმწიფომ უარი თქვა თანამშრომლობაზე.
ადგა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ასეთი ტიპის ურთიერთობებში, დაავალა ჩვენს საელჩოებს დაენიშნათ შეხვედრები და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან იმ ქვეყნებში ერთადერთი მიზნით, რომ დაერწმუნებინათ ისინი და გადაეთმქვინებინათ პოზიცია. იაპონიამ მოგვწერა, რომ ჩვენი კონსული იაპონიაში ითხოვდა შეხვედრას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან იპონიაში", - ამბობს კობალაძე.