გაქცეული პრემიერი - ღარიბაშვილმა სამთავრობო ღონისძიებაზე კრიტიკული მედია დაბლოკა

17.07.21 13:04
გაქცეული პრემიერი - ღარიბაშვილმა სამთავრობო ღონისძიებაზე კრიტიკული მედია დაბლოკა

პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ღონისძიება ჩუმად დაგეგმა და კრიტიკული მედია არ მიიწვია. "ტვ პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" პრემიერის პრესსამსახურმა სამთავრობო ღონისძიებაზე დაბლოკა.

"პირველების" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს კრიტიკული მედიის დაბლოკვის ბრძანება სტრატეგიული კომუნიკაციაციების ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა მისცა.

ჟურნალისტები ადგილზე მას შემდეგ შეუშვეს, რაც ის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანეს. პრემიერთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრიც.