რუსული კანონის მიღებით ივანიშვილი და "ოცნება" ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს - ქადაგიძე
რუსული კანონის მიღებით ივანიშვილი და "ოცნება" ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირის გზავნილი ნათელია და ის EU-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას იმავე კანონებით ხელმძღვანელობას სთხოვს, რაც ევროპულ სტანდარტებთან არის შესაბამისობაში.
რა ბოდვებიც არ უნდა ილაპარაკონ გლობალური ომის პარტიაზე, მასონებზე და ა.შ. ძალიან ნათელია და ძალიან მარტივია: ევროკავშირი გვეუბნება, ჩვენი კარები თქვენთვის არის ღია იმ კანონებით, რა კანონებიც მოქმედებს ჩვენთვის. ეს განცხადება კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რასაც უკვე არაერთი კვირაა მთელი ქართული საზოგადოება იძახის. ამ კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.